ღვინის ლექსიკონი
დაბინდული (Cloudy)
|
მქრქალი, გაუმჭვირვალე ღვინო. |
დაბოლოვება (Finish)
|
სასმელის გადაყლაპვის შემდეგ პირში დარჩენილი გემოს შეგრძნება. ზოგი შეიძლება იყოს უხეში, წებოვანი, მწარე, ნაზი, რბილი და ელეგანტური გემო. |
დადუღება (Fermentration)
|
ყურძენში შაქრის დაშლისის პროცესი ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, რომელიც დამოწვეულია საფუარის მოქმედებით. პროცესი საკმაოდ დელიკატურია. წითელი ყურძნის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე დღეს ფერმეტაციისათვის, ვარდისფერისათვის დუღილი გრძელდება კანთან ერთად რამდენიმე საათს. |
დამატება (Topping up)
|
სუფთა ღვინის ალკოჰოლის დამატება ტკბილზე დუღილის შესაჩერებლად, რის შედეგადაც ღვინოში რჩება გაუხსნელი შაქრის გარკვეული რაოდენობა, რაც დამახასიათებელია ნატურალური ლიქიორული ღვინოებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება აგრეთვე მაღალიალკოჰოლური შემადგენლობის “გენეროსო” ღვინოებში. |
დამწიფებული
|
ღვინო, რომელიც ბოლომდე განვითარებულია და მზადაა ჩამოსასხმელად. |
დანატოვარი (Aftertaste)
|
გემო, რომელიც პირში რჩება ღვინის დალევის (გადაყლაპვის) შემდეგ. ეს გემო შეიძლება იყოს: ცხიმოვანი, მუხისებური, სანელისა, მწვავე ან მწარე. |
დაშაქვრა (Chaptalization)
|
შაქრის დამატება ტკბილში ალკოჰოლის შემცველობის გაზრდის მიზნით. |
დაწმენდა (Fining)
|
(გამჭვირვალება) ღვინის დაწმენდის პროცესი, გამოწვეული გარკვეული დანამატების შეყვანით, რომლებსაც ფსკერზე მიაქვს ღვინოში არსებული ზედმეტი ნაწილაკები. ამისათვის გამოიყენება კვერცხის ცილა, კაზეინი, ჟელატინი, თევზის წებო და ა. |
დეკანტაცია (Dekanter)
|
დაწმენდა. ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინოს მოსცილდეს ლექი, რომელიც ტანინებისა და მღებავი ნივთიერებების მიერაა გამოწვეული ძველ ღვინოებში. |
დელიკატური (Delicate)
|
ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი. |
|