Marani Logo

სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2010

28 ივლისი 2012

მალე გაყიდვაში ჩაეშვება სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2010 წლის მოსვალის ღვინო, რომლის 6500 ბოთლი (0,75 ლ) დღეს ჩამოისხა. მარანმა სატრაპეზოს ხაზით რქაწითელი პირველად 2007 წელს ჩამოასხა 2006 წლის მოსავლის ღვინით.

 

რქაწითელის ყველაზე დახვეწილი განსხეულება, სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი, უკვე მეოთხე წელია მომხმარებლის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. ამ ღვინის 2009 წლის ძირითადი მარაგები უკვე ამოწურილია და მხოლოდ რამდენიმე ათეული ბოთლია კოლექციონერებისა და მარანის ენოთეკისათვის გადანახული.
 
სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი ტრადიციულად მზადდება კონდოლის სპეციალურად გამოყოფილ ვენახში მორჩეული ყურძნისგან  6000 წლოვანი ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესაბამისი ტექნოლოგიით ქვევრებში, ღვინის კანზე ხანგრძლივი დაყოვნებით. მეტი ინფორმაცია სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2010-ის შესახებ. სრული ინფორმაცია სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2010-ის შესახებ იხილეთ აქ.