Marani Logo

შემოდგომის ამბები მარანში

10 ოქტომბერი 2012

თელავის ღვინის მარანმა სექტემბრის და ოქტომბრის თვეში ორ  გრანდიოზულ ღვინის ტურს უმასპინძლა.


17-20 სექტემბერი, 2012: მარანმა შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყო WHITE HOLE ALMATY-ის (ყაზახეთი) 9 წარმომადგენელს კახეთში. სტუმრებს საშუალება მიეცათ ახლოს გასცნობოდნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას მარანში, ხოლო კომპანიის ღვინოები ქინძმარაულის სადეგუსტაციო პავილიონში დააგემოვნეს. მათი განსაკუთრებული მხიარულება და ემოციები კახურ რთველში ჩართვამ გამოიწვია. ყაზახი სტუმრების დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დააგვირგვინა ტურის მეოთხე დღეს კახეთის, თბილისის და მცხეთის ისტორიული შემოგარენის დათვალიერებამ.


მომდევნო სამ დღიან ღვინის ტურს კი მარანმა ლივიკოს (ლიტვა) 10 წარმომადგენელისთვის 1-4 ოქტომბერს უმასპინძლა. სტუმრებისთვის სპეციალური ტური  მარანის სანახებში სტუმრობით დაიწყო, მათ დაათვალიერეს კომპანიის რამდენიმე ვენახი, დაკრიფეს ყურძენი ქინძმარაულის ვენახში და გადაიღეს სამახსოვრო სურათები. მარანის ღვინოების დეგუსტაცია ქინძმარაულის სადეგუსტაციო პავილიონში გაიმართა.  ტური დაასრულა მეოთხე დღეს კახეთის, თბილისის და მცხეთის ისტორიული შემოგარენის დათვალიერებამ. სტუმრებმა საქართველო ამაღლებული განწყობით და ქართული ღვინისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ წარუშლელელი შთაბეჭდილებებით დატოვეს.


მარანი ტრადიციულ ღია კარის 2012 წლის ღონისძიებას ქართველი დისტრიბუტორებისთვის ოქტომბრის ბოლოს გეგმავს; ღონისძიების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოძებნეთ MARANI FACEBOOK-ზე და გაეცანით კომპანიის ნიუზებს პირველები.