მარანის ექვსი ღვინო Wine Enthusiast-ის დეკემბერი 2012-ის „საუკეთესო შენაძენის“კატეგორიაშია
მარანის ექვსი ღვინო Wine Enthusiast-ის დეკემბერი 2012-ის „საუკეთესო შენაძენის“კატეგორიაში საკმაოდ მაღალი ქულებით (88-86) მოხვდა.
Wine Enthusiast-ი ინტერნეტში ყველაზე ცნობადი ღვინის ჟურნალია, რომელიც მოყვარულებსა და პროფესიონალებს სთავაზობს მსოფლიო ღვინის რეიტინგებს, აქვეყნებს შემეცნებით სტატიებს, დეგუსტაციების შედეგებს, რჩევებს ღვინის და საკვების შეხამებაზე და ა.შ.
Wine Enthusiast-ის „საუკეთესო შენაძენის“კატეგორიაში ხვდება ღვინოები, რომლებიც ფასს და ხარისხს იდეალურად აბალანსებენ, ხელმისაწვდომები და პოპულარულები არიან ბაზარზე.
წელს Wine Enthusias-მა მარანის ექვსი ღვინო გამოარჩია „საუკეთესო შენაძენის“კატეგორიაში განსათავსებლად:
1. კონდოლის ვენახების საფერავი 2009 (შეფასება 88)
2. მარანი მუკუზანი 2008 (შეფასება 88)
3. მარანი რქაწითელი-შარდონე 2010 (შეფასება 87)
4. სატრაპეზო საფერავი 2008 (შეფასება 87)
5. სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2009 (შეფასება 87)
6. მარანი წინანდალი 2009 (შეფასება 86).
მარანის ღვინოების მორიგი წარმატება მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ხარისხის აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
|