Marani Logo

ქართული ბრენდის დღე 2012

30 დეკემბერი 2012
"თელავის ღვინის მარანი“ უკვე მეორად „ქართული ბრენდის დღე“ 2012-ის ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულია. ანალოგიურ ნომინაციაში პირველობა კომპანიამ 2011 წელშიც მოიპოვა. 
 
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილმა“ წელს რიგით მეათე ქართული ბრენდის დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. პროექტში „ქართული ბრენდის დღე“ მონაწილეობენ ქართული ლიდერი კომპანიები და წარმატებული ახალი ქართული ბრენდები.  
 
,,ქართული ბრენდის დღეს” 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებას და პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე. ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია.