IWSC 2013:მარანის კონდოლი საფერავი „რჩეული ვერცხლი“-ს მფლობელია23 მაისი 2013
მარანი კონდოლის ვენახების საფერავი 2010 „გამორჩეული ვერცხლით“ დაჯილდოვდა საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 2013 წლის კონკურსზე. მარანის მიერ წარდგენილმა დანარჩენმა 7 ღვინომ კი (მარანი საფერავი 2012, მარანი კონდოლის ვენახების საფერავი მერლო 2010, მარანი მუკუზანი 2009, მარანი ქინძმარაული 2011, მარანი საფერავი როზე 2012, მარანი წინანდალი 2011, მარანი კონდოლის ვენახების მწვანე ქისი 2012) ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი (IWSC), რომელიც წელს 44-ედ ჩატარდა, ალკოჰოლური სასმელების კუთხით მსოფლიოს უპირველესი კონკურსია. იგი მიზნად ისახავს მსოფლიოში სხვადასხვა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ხარისხისა და საუკეთესო მახასიათებლების პოპულარიზაციას. კონკურსს მხარს უჭერს მსოფლიოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველა წამყვანი მწარმოებელი. ეს კონკურსი ერთგვარი ხარისხის ბარომეტრია ღვინის სამყაროში.
დეტალური ტექნიკური ანალიზისა და პროფესიონალი ჟიურის წყალობით, IWSC-ზე მიღებული ჯილდო განსაკუთრებული დაფასებაა მეღვინეებისთვის.
|