Marani Logo

მარანში ზაფხული Liviko-ს სტუმრობით დასრულდა

1 სექტემბერი 2013

28-31 აგვისტოს, 2013 მარანმა ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს, SIA Liviko-ს უმასპინძლა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ლატვიელი სომელიეები, ღვინის მოყვარულები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 

 

სტუმრებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა ქართლსა და კახეთში, მათთვის მოეწყო ღვინის ტური მარანში. 
 
20 ლატვიელი სტუმარი მოიხიბლა ქართული კულტურით და ტრადიციებით.  ტურის ფარგლებში მათ სრული წარმოდგენა შეექმნათ ქართული მეღვინეობის ისტორიაზე. სტუმრებისთვის მოეწყო ღვინოების დეგუსტაცია მარანში, ხოლო კახური რთველის სამზადისის მოწმენი ისინი ქინძმარაულის ვენახებში გახდნენ. 
 
ღვინის ექსპორტიორებისა და ზოგადად, ღვინის მოყვარულთათვის მსგავსი ტურების მოწყობა ქართული კულტურისა და ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშნველოვანია და ხელს უწყობს ქართული ღვინოეების გაყიდვების ზრდას ლატვიაში, აღნიშნეს სტუმრებმა.