Marani Logo

კონდოლის ვენახების საფერავი-მერლო ოქროს პრიზიორია

25 ოქტომბერი 2013

17-19 ოქტომბერი, 2013. ბერგამო, იტალია - კონდოლის ვენახების 2010 წლის მოსავლის საფერავი-მერლო ოქროს მედლის და პრესის სპეციალური პრიზის მფლობელია. 

 

17-19 ოქტომბერს, 2013 იტალიის ქ. ბერგამოში გაიმართა ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, ემოციონი დალ მონდო (EMOZIONI DAL MONDO), სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 17 ქვეყნის ღვინის მწარმოებლის 209 ღვინო. კონკურსის პირობების  მიხედვით მხოლოდ მერლოს ან კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინოების წარდგენაა შესაძლებელი. 
 
EMOZIONI DAL MONDO ჩატარდა მსოფლიოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების შესაბამისად. თელავის ღვინის მარანის მიერ წარდგენილმა  2010 წლის მოსავლის ღვინომ, საფერავი-მერლო კონდოლის ვენახებიდან, დაიმსახურა ოქროს მედალი და მასთან ერთად პრესის სპეციალური პრიზი.  
 
ეს თელავის ღვინის მარნის მორიგი  წარმატებაა  ევროპულ ბაზარზე და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ღვინის დიდ პოტენციალს.