თელავის ღვინის მარანის დიდი წარმატება - 8 ოქროს მედალი MUNDUS VINI Grand International Wine Award-ზე9 სექტემბერი 2022
თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურეს ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე - MUNDUS VINI Grand International Wine Award, რომელიც ყოველწლიურად იმართება გერმანიაში. ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 31-ე დაჯილდოებაზე 130-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა ჯამში 33 ქვეყნის 4185 ღვინო შეაფასა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით. წარდგენილი 10 ნიმუშიდან, ოქროს მედალი და ჟიურის დადებითი შეფასება მოიპოვა მარანის 8 დასახელების ღვინომ, აქედან 2012 წლის მარანი რეზერვი კი კიდევ უფრო მაღალი ჯილდოს, Best of Show Georgia Red - Grand Gold-ის მფლობელი გახდა!
გამარჯვებული ღვინოებია: 2012 Marani Reserve - Grand Gold – Best of Show Georgia Red 2020 Satrapezo Saperavi - Gold 2019 Satrapezo 10 Qvevri - Gold 2019 Satrapezo Mtsvane - Gold 2019 Marani Kondoli Vineyards Saperavi - Gold 2021 Marani Kondoli Vineyards Mtsvane-Kisi - Gold 2020 Marani Mukuzani - Gold 2020 Marani Saperavi - Gold
|