Marani Logo

ბექა სოზაშვილი

მარნის მთავარი მეღვინე

ბექა სოზაშვილმა კომპანიაში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. მან პრაქტიკულად მარანის ყველა პოსტზე გამოსცადა თავი, დაწყებული მარნის დამხამრე-ასისტენტობიდან მთავარი მეღვინემდე. ბექას დამთავრებული აქვს სახელმწიფო სასოფლო უნივერსიტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს მეღვინეობაში. თავისი ასაკის მიუხედავად, მან წლების განმავლობაში დააგროვა გამოცდილება, არის მობილიზებული პიროვნება და კარგი პროფესიონალი, რის გამოც სრულიად გამართლებული აღმოჩნდა მის მთავრ მეღვინედ დანიშვნის გადაწყვეტილება.


„კახეთში დაბადება თავისთავად გულისხმობს ღვინის და ყველაფერი იმის სიყვარულს, რაც მასთან არის დაკავშირებული. არც მე ვარ გამონაკლისი. თელავის ღვინის მარანში თანდათანობით იხვეწება ღვინის დამზადების და ვაზის მოვლის ხელოვნება. ამ ორი მიმართულების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთ-თანამშრომლობის შედეგად, მე ვხედავ საკუთარ წვლილსაც კომპანიის სამომავლო წარმატებებში.“