Marani Logo

ღვინის სადეგუსტაციო ტური

თელავის ღვინის მარანი ღიაა სტუმრებისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ დღე 10:00 სთ-დან 16:00-სთ-მდე, მთელი წლის განმავლობაში. ტურები გაწერილია სხვადასხვა დროს, ამიტომ აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა. ასევე რეკომენდირებულია შეთანხმებულ დრომდე 10-15 წთ-ით ადრე მობრძანება, რათა ტურის დაწყებამდე მოგვარდეს ყველა ტექნიკური საკითხი. 

 

ტური გრძელდება დაახლოებით 1.5 -2 სთ. სტუმრები გაივლიან  ე.წ. „ღვინის გზას“, რომელიც მოიცავს ღვინის წარმოების მთელ პროცესს ვენახებიდან საწნეხელამდე, შემდეგ კასრებამდე და ბოლოს ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სამუშაოთა მიმდინარეობას, დაათვალიერონ მარანის სხვადასხვა განყოფილებები და მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა საკითზე. ტური მთავრდება 7 სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციით მაგიდასთან ტრადიციული კახური დედას პურის, ყველის და მინერალური წყლის თანხლებით. სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ თელავის მარანის ღვინოები და ასევე მიიღონ  კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტი ღვინოების დეტალური აღწერით.  


ღვინოების ჩამონათვალი და მოსავლის მითითებული წელი შეიძლება შეიცვალოს სტუმრის მოთხოვნის მიხედვით და შესაძლებლობიდან გამომდინარე:

 

ღვინო ღვინის ტიპი წარმოშობა
მარანი წინანდალი თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო წინანდლის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონა
მარანი მწვანე თეთრი მშრალი მხარის ღვინო კახეთის მეღვინეობის მხარე
მარანი საფერავი როზე მშრალი ვარდისფერი მხარის ღვინო   კახეთის მეღვინეობის მხარე
მარანი საფერავი წითელი მშრალი მხარის ღვინო კახეთის მეღვინეობის მხარე
კონდოლის ვენახები_ საფერავი წითელი მშრალი ერთი ვენახის ღვინო კომპანიის კუთვნილი კონდოლის ვენახები
კონდოლის ვენახები_ რქაწითელი თეთრი მშრალი ერთი ვენახის  ღვინო  კომპანიის კუთვნილი კონდოლის ვენახები
მარანი ქინძმარაული წითელი ნახევრადტკბილი მოსავლის ღვინო ქინძმარაულის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონა

 

 

ტურის ღირებულება თითო პერსონაზე 35₾,  სტუმრების მინიმალური რაოდენობა 4.