Marani Logo

PROWEIN 2010

24 მარტი 2010

PROWEIN, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ყოველ წელს იმართება გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, უმსხვილესი საგამოფენო ცენტრის Düsseldorf Messe–ს ორგანიზებით. მასში მონაწილეობას იღებენ ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს 46 ქვეყნიდან.

თელავის ღვინის მარანი 2000 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოში ამ ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში. კომპანიის წარმომადგენლობა წელსაც იმყოფებოდა PROWEIN-2010–ზე (21-23 მარტი, 2010). ჩვენ წარვადინეთ 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო რეგიონალური, ადგილწარმოშობის, ასევე ერთი ვენახის (კონდოლის ვენახებიდან) კატეგორიებიდან. ამასთანავე, გამოფენაზე პირველად გავაგზავნეთ რეგიონალური რიგის ორი სრულიად ახალი ღვინო, ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშებისგან დამაზადებულ ღვინოების ნარევი: მარანი საფერავი-კაბერნე და მარანი რქაწითელი-შარდონე . აღნიშნული ღვინოები წარმოადგენდა წინა სერიულ ნიმუშებს და მათი ჩვენება მიზნად ისახავდა ობიექტური პროფესიონალური შეფასების მიღებას.

PROWEIN-2010 მორიგი წარმატებული გამოფენა აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის და ჩვენმა ღვინოებმა სპეციალისტთა უმაღლესი შერფასება დაიმსახურა. გამოფენა სხვა მხრივაც იყო სასარგებლო: დაიდო რამოდენიმე კონტრაქტი ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის მიწოდების თაობაზე.