Marani Logo

კონკუსების შედეგები

27 მაისი 2010

ყოველ წელს ჩვენი კომპანია მონაწილეობს ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ღვინის კონკურსებში, როგორებიცაა საერთაშორისო ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი (International Wine and Spirits Competition), დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოება (Decanter World Wine Awards) და საერთაშორისო ღვინის კონკურსი (International Wine Challenge). ეს იმისთვის კეთდება, რომ გამოვცადოთ ჩვენი ღვინოები ყველაზე კონკურენტულ გარემოში, შევაფასოთ რამდენად სწორია ჩვენს მიერ არჩეული კურსი და როგორ აღიქვამს ჩვენს ღვინოებს მსოფლიოში ღვინის ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელი. აღნიშნული კონკურსების შედეგები ძალზე გამამხნევებელია. ჩვენ რეგიონალური, ადგილწარმოშობის და ერთი ვენახის ღვინის სერიებიდან სულ 13 ღვინო წარვადგინეთ და 29 პრიზი დავიმსახურეთ. ეს ჩვენი ღვინის სტაბილური ხარისხის დადასტურებაა ყველა საფასო კატეგორიაში.