Marani Logo

MUNDUSVINI, 2011: მარანი კონდოლის ვენახის საფერავი-მერლო 2007 ოქროს მედალს იღებს

14 სექტემბერი 2011

თელავის ღვინის მარანმა შემოდგომის დასაწყისი დიდი წარმატებით აღნიშნა: კომპანიის ღვინოებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე MUNDUSVINI, 2011-ზე (ნოიშტადტი, გერმანია) ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. კომპეტენტურმა ჟიურიმ მარანის კონდოლის ვენახების საფერავი-მერლო 2007 და მარანის კონდოლის ვენახების საფერავი 2007 დანარჩენ 5000 ღვინოში გამოარჩია და შესაბამისად ოქროს და ვერცხლის მედლებით შეაფასა. ეს აღიარება ერთ-ერთია იმ მრავალ ჯილდოს შორის, რომლებიც კონდოლის ვენახის ღვინოებმა დაიმსახურა ბოლო პერიოდში. კერძოდ, მარანის კონდოლის ვენახების საფერავი-მერლო 2007-მა 12 ჯილდო მიიღო 2009, 2010 და 2011 წლებში, ხოლო მარანის კონდოლის ვენახების საფერავი 2007-მა 5 პრიზი მოიპოვა 2009-2011 წლებში. 

როგორც ცნობილია, კონდოლის ღვინო პირველად მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თავის “აღწერა სამეფოსი საქართველოსი” (1742 წლის რედაქცია) შიდა კახეთის აღწერისას და მას შემდეგ თითქმის უკვე სამი საუკუნეა, რაც საუკეთესო ხარისხის კახური ღვინის ეტალონს წარმოადგენს.