Marani Logo

სატრაპეზო 10 ქვევრი

2 დეკემბერი 2011

სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2009  წლის მოსავლის ღვინის პირველი  პარტია ღვინის საბითუმო დისტრიბუტორებთან გადაიტვირთა 2011 წლის 1 დეკემბერს. 2007 წელს მისი წარმოების დაწყებიდან, ეს არის ამ ღვინის მესამე მოსავლის ჩამოსხმა. სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი ტრადიციულად მზადდება სპეციალურად გამოყოფილ ვენახში მორჩეული ყურძნისგან  6000 წლოვანი ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესაბამისი ტექნოლოგიით ქვევრებში, ღვინის კანზე ხანგრძლივი დაყოვნებით. სულ 2009 წლის მოსავლის ღვინო ჩამოსხმულია 4050 ცალ 0,75 ლიტრის მოცულობის ინდივიდუალურად დანომრილ ბოთლებში. სავარაუდოდ ღვინო დახლებზე ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება, როდესაც ღვინის დისტრიბუტორები ამოწურავენ მის 2008 წლის მოსავალს. მეტი ინფორმაცია სატრაპეზო 10 ქვევრი რქაწითელი 2009-ის შესახებ.