Marani Logo

ქართული ბრენდის დღე 2011

17 დეკემბერი 2011

16 დეკემბერს, შერატონ მეტეხი პალასში საზეიმო ვითარებაში ჩატარდა "ქართული ბრენდის დღე 2011" დაჯილდოების ცერემონიალი. წლის საუკეთესო ბრენდის გამოვლენა ყველა ქვეყანაში პრესტიჟულ კონკურსად ითვლება. კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ წელს „ლიდერის“ ნომინაციაში გამარჯვებულად გამოვლინდა.   

პროექტში ჩართული იყვნენ პიარის, მარკეტინგის და რეკლამის სპეციალისტები. ასევე გაკეთდა სოციოლოგიური და ინტერნეტ გამოკითხვები. ექსპერტებისა და ხალხის აზრის შეჯერებით დადგინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბრენდები. 
ღონისძიების ორგანიზატორი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“.