Wine Glossary
ვაინკელერაი (Weinkellerei)
|
გერმანული ტერმინი ღვინის მარნისათვის. |
ვალპოლიჩელა (Valpolicella)
|
მსუბუქი, ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერონას მახლობლად მზადდება იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო ჩვეულებრივ ახალგაზრდა ისმება. |
ვანილისებრი (Vanilla)
|
ვანილის არომატი და გემო, რომელიც დამახასიათებელია მუხის კასრებში დაძველებული ღვინოებისთვის. |
ვარდისფერი (Rose)
|
ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელშიც ყურძნის კანი ამოღებული იყო დადუღების დამთავრებამდე. |
ვინიფერა
|
ევროპული საღვინე ყურძნის ოჯახი, რომლისაგანაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები მზადდება. |
|