ღვინის ლექსიკონი
თამბაქოსებრი (Tobacco)
|
არომატი, რომელიც ზოგიერთ ცნობილ ღვინოში იგრძნობა. |
თაფლუჭი (Mead)
|
შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული თაფლისა და წყლის დადუღებით დამზადებული ღვინო. ბოლო დროს თაფლუჭმა კვლავ პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ღვინის მწარმოებლები არომატულ თაფლუჭს სთავაზობენ მომხმარებელს. |
თეთრი (White)
|
მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელიც ხასიათდება ყვითელი ფერების სიუხვით და მომწვანო-ოქროსფერში გადადის. |
თხელი (Thin)
|
ღვინო, რომელიც ნაკლებად სხეულიანია, აკლია არომატულობა და ჩვეულებრივ მკრთალი ფერისაა. |
|