ღვინის ლექსიკონი
ნაზი (Tender)
|
მსუბუქი ღვინო მცირე მჟავიანობით. |
ნალექი (Sediment)
|
ლექი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ზოგიერთ დაძველებულ ღვინოში. ამის გამო შეიძლება საჭირო გახდეს ღვინის გადაღება დალევამდე. |
ნატურვაინი (Naturwein)
|
(გერმ.: ბუნებრივი ღვინო) გერმანული ტერმინი შაქრის დამატების გარეშე დამზადებული ღვინისათვის. |
ნახევრად მშრალი (Demi-Sec)
|
შამპანურის ან სხვა შუშხუნა ღვინოების ნახევრად ტკბილი სახეობა. |
ნახევრად ტკბილი (Semi-sweet)
|
ღვინო, რომელსაც აქვს ნარჩენი შაქრის გარკვეული რაოდენობა (3-8 გრ/100სმ/3-ში) შემცველობით. |
ნებიოლო
|
წითელი ყურძნის ჯიში, რისგანაც მზადდება შესანიშნავი იტალიური ღვინოები ბაროლო და ბარბარესკო. იძლევა შენახვის დიდი პოტენციალის მქონე მაღალი ალკოჰოლის შემცველ ღვინოს, მშრალს, სხეულიანს, ძლიერი ეთეროვანი სურნელით. |
ნიადაგი (Terroir)
|
ფრანგული ტერმინი, რომელიც აღწერს ნიადაგის ტიპის და მიკროკლიმატის კომბინაციას, რაც ღვინის ხასიათს განაპირობებს. ღვინოს ყოველთვის აქვს ნიადაგის გემო, ვაზს უყვარს ქვიანი, ქვიშიანი ნიადაგი, რომელიც სითბოს კარგად ატარებს. |
ნუშისებრი (Almondy)
|
ნუშის გემო, რომელიც ჩნდება კარბონული მაცერაციით დამზადებულ ახალგაზრდა წითელ ღვინოებში. თეთრ ღვინოებში ეს გემო შეიძლება იყოს დაჟანგვის (ოქსიდაციის) სიჭარბის შედეგი, შუშხუნა ღვინოებში კი – მათი ცუდად შენახვის შედეგი. |
|