Wine Glossary
ოლოროსო (Oloroso)
|
ჯენეროზოს ტიპის ღვინო ესპანეთიდან (Jerez), რომლის ალკოჰოლიანობაც 18-სა და 20 გრადუსს შორისაა. ღვინოს ახასიათებს ნიგვზის სუნი. მიიღება ოქსიდირებული დაძველების გზით. ღვინო სქელია და მუქი ოქროსფერი. |
ორგანული ღვინო (Organic wine)
|
ღვინო, დამზადებული ისეთი ყურძნისაგან, რომელსაც არ განუცდია ქიმიური პესტიციდების, ან სასუქების ზემოქმედება. |
ორდინალური
|
1.ახალგაზრდა, საშუალო ხარისხის ჯანმრთელი ღვინო. 2.მასობრივი მოხმარების ღვინო, რომელზეც მითითებული არ არის ყურძნის წარმომავლობის ადგილი. |
ოქსიდაცია (Oxidation)
|
ლაქები, რომელიც უჩნდება ახალგაზრდა ხილოვან თეთრ ნღვინოებს, ასუსტებს მათ და აძლევს მოყავისფრო ფერს. |
ოჯალეში
|
სამეგრელოს წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიში. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან წითელ ღვინოებს. ფრანგი მეცნიერი აკადემიკოსი მარი ბროსე ოჯალეშს ბორდოს საუკეთესო ღვინოებს ადარებდა. |
|