ღვინის ლექსიკონი
პალეტი
|
პროვანსალის ეს AOC-ი რეგიონში ითვლება საუკეთესოდ კირიანი ნიადაგის წყალობით. წითელ ღვინოებს აქვთ კარგი ფერი და მტკიცე სტრუქტურა. გამოირჩევა დაძველების კარგი პოტენციალით (შეიძლება დაძველდეს ოც წლამდე). თეთრი ღვინოები უფრო დახურულია და მშრალი. აქვს სასიამოვნო არომატი. |
პალო კორტადო (Palo cortado)
|
ღვინის ძალიან იშვიათი სახეობა, რომელიც ამონტილადოს და ოლოროსოს ნაჯვარს წარმოადგენს, ახასიათებს ამონტილადოს არომატი და ოლოროსოს გემო. |
პალომინო ფინო
|
თეთრი ჯიშის ყურძენი, რომელიც ხერესის დასამზადებლად გამოიყენება. ტიპიური პალომინო ფინო-ს ხერესი არის მკრთალი ფერის, მშრალი, მსუბუქად მომჟაო 15,5-17 % ალკოჰოლის შემცველობით. |
პიემონტი
|
მეღვინეობის ცნობილი რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაცაა წარმოშობილი შესანიშნავი ასტი, ბაროლო, ბარბარესკო, გატინარა. წარმოებაში წითლებიდან დომინირებს ნებიოლო და ბარბერა, თეთრიდან მუსკატი. |
პინო ბლანი
|
არის ორი ჯიში (სახეობა) პინო ბლანი და პინო შარდონე. პირველი პინო გრიდანააწარმოშობილი, ის იძლევა მდიდარ, ძალიან შაქრიან წვენს, მეორე ახლოსაა შარდონესთან. მოჰყავთ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საქართველოში. ამ ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ღვინოები იძლევა ტკბილი, ქაფიანი ღვინოების დიდ პალიტრასტი. |
პინო გრი
|
ელზასში ტოკაით წოდებული. ყურძენი მონაცრისფრო-მოწითალოა. მისგან მზადდება სხვადასხვაგვარი ღვინოებს ძალიან მსუბუქ და ქაფიან კაბინეტიდან, მძიმე და ცხიმიან ოსლესამდე (გვიანი რთვლის სინონიმი). არ უნდა ავურიოთ უნგრულ ტოკაიში. |
პინო ნუარი
|
წითელი ყურძნის ჯიში, ეკვივალენტურია კაბერნე სოვინიონისა. იძლევა სავსე, მძიმე სხეულიან ღვინოებს, წითელ, ლალისფერ, ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მომწიფების და მჟავიანობის წყალობით დიდხანს ინახება. |
პიტნის/პიტნისებური (Minty)
|
ზოგიერთი დაძველებული წითელი ღვინის სასურველი არომატი. |
პოლიფენოლები
|
ეს ტერმინი აჯგუფებს ღვინოში ტანინების შენადგენლობას, რომელიც ყურძნის კანში და წიპწაში მოიპოვება. მას აქვს ანტიოქსიდანტური როლი და ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლოა. ფენოლთა შორის ყველაზე ეფექტურია კერსეტინი, კატეხინი და რესვერატროლი. |
პორტვეინი (Port)
|
შემაგრებული ტკბილი ღვინო პორტუგალიის დუოროს რეგიონიდან. პორტვეინის სახეობებია: ბოთლებში გვიან ჩამოსხმული Late Bottle (LB), Tawny Ruby – ლალისფერი, დაძველებული. პორტვეინი ტკბილი სასმელია და ჩვეულებრივ მიირთმევა სადილის შემდეგ, როგორც სადესერტო ღვინო. პორტვეინის ყველა სახეობა მზადდება პორტვეინის სახლების მიერ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პორტვეინის სახლების უმრავლესობას ბრიტანელები ფლობენ. |
|