Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

რამდენიმე წლის მოსავლის შამპანური (Non-vintage champagne)

სხვადასხვა წლის მოსავლის ყურძნის წვენისგან დამზადებული შამპანური.

რბილი (Soft)

დელიკატური ღვინის სასურველი მახასიათებლები, რომელიც ღვინოში ვლინდება სუსტად გამოხატული ხილის ტონებით. ღვინო ადვილად დასალევია, დროთა განმავლობაში ღვინის ტანინები უფრო რბილდება.

რეზერვა (Reserva)

ეს სიტყვა ბოთლის ეტიკეტზე ნიშნავს, რომ ღვინო, სულ მცირე, სამი წელი ძველდებოდა.

რეცინა (Retsina)

ბერძნული მშრალი თეთრი ღვინო, რომელსაც ფიჭვის ფისის არომატი დაჰკრავს. ეს ღვინო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი. ამფორები, სადაც ღვინო ინახებოდა, დახუფული იყო ფიჭვის ფისით. ღვინოს ახასიათებს “ფრანგული” სკიპიდარის გემო, რამაც მას განუმეორებელი გემოს მქონე სახელი დაუმკვიდრა მსოფლიო ბაზარზე.

რიზერვა (Riserva)

ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული ღვინო.

რიოხა (Rioja)

რეგიონი ჩრდილოეთ ესპანეთში, სადაც აწარმოებენ ქვეყნის საუკეთესო წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების უმეტესობა.

რისლინგი

გერმანული ვაზის მეფე. წარმოშობით ვაზი რინიდანაა. მან შეიძლება მოგვცეს შესანიშნავი ნატურალური და საკმაოდ ელეგანტურიბუკეტის მქონე ღვინო. ის მიეკუთვნება საუკეთესო თეთრ ღვინოებს ალკოჰოლის სუსტი შემადგენლობით, მაგრამ საკმაოდ ბუკეტიანი და შენახვის დიდი პოტენციის მქონეა. ,,ბოტრიტის სინერეას" წყალობით ის საკმაოდ ტკბილ ღვინოებს იძლევა.

რქაწითელი

მაღალხარისხოვანი და სხეულიანი მასალის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზი. ძირითადად გავრცელებულია კახეთში. ახასიათებს მაღალი გემური თვისებები და შენახვის კარგი უნარი. "რქაწითელის" სახელწოდება ვაზის ლერწის რქის წითელი შეფერადებიდან მომდინარეობს. ვაზის ჩამოყალიბება V-VII ს. თარიღდება.