Wine Glossary
ცინცხალი (Crisp)
|
ნორჩი და ცოცხალი ღვინო მჟავიანობის კარგი წონასწორობით. |
ციცქა
|
იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში. მისგან აყენებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. |
ცოლიკაური
|
იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის უნიკალური აბორიგენული ჯიში. გამოირჩევა ძვირფასი სამეურნეო თვისებებით, სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეობით, უხვმოსავლიანია. მისგან დამზადებული ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. |
ცოცხალი (Lively)
|
ღვინო მაღალი მჟავიანობით და ცოცხალი, ქორფა გემოთი. ეს ტერმინი გამოიყენება აგრეთვე შუშხუნა ღვინოებისათვის სასიამოვნო შუშხუნით. |
ცრემლები (Tears)
|
ღვინის მიერ ჭიქის კედელზე დატოვებული ზეთოვანი კვალი, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო მდიდარია ალკოჰოლით, შაქრით და გლიცერინით. |
ცხარე (Spicy)
|
სანელების (მაგ. დარიჩინი, მიხაკი, აპილპილი) არომატი და გემო რომელიც ყურძნის ჯიშითაა განპირობებული. |
ცხიმოვანი (Buttery)
|
1.არომატი, რომელიც სასურველია ხარისხიანი ღვინოებისათვის, განსაკუთრებით თუ ისინი დამზადებულია მალოლაქტიკური დადუღების მეთოდით. 2.ტერმინი იხმარება რბილი და ტკბილი ღვინოების აღსანიშნავად. სიტკბოს დიდი შემცველობის გამო ის კვალიფიცირდება, როგორც ტკბილი. |
|