Marani Logo

Wine Glossary

წარმოშობის კონტროლირებადი ზონა (Appellation d’Origine Contrôlee-AOC)

საფრანგეთში წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ღვინო ხარისხიანია და დამზადებულია კონტროლირებად ზონაში მოკრეფილი ყურძნისგან განსაკუთრებული მეთოდით, ყურძნის იმ სახეობების გამოყენებით, რომლებიც დაშვებულია ამ ღვინისათვის, ხოლო წარმოებული ღვინის ოდენობა შეზღუდულია. AOC მკაცრად აკონტროლებს ვაზის ნარგაობას; ღვინოში შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობას; ზვრების ფართობებსა და მეღვინეობის მეთოდებს. AOC-ის ღვინოების ხარისხი გარანტირებული არ არის, მაგრამ მის მიერ აღიარებული ღვინოები ჩვეულებრივ უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ის ღვინოები, რომლებსაც AOC-ი არ სცნობს.
 

წვიმის წყალი (Rainwater)

მადეირას ერთ-ერთი სახეობა, რომლის სახელიც მე-18 საუკუნის ინგლისში წარმოშვა. დღესდღეობით ამ სახელითაა ცნობილი მადეირას ზომიერად მშრალი სახეობები.

წითელი (Red)

ღვინის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია, სადაც გაერთიანებულია შავი ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, რომლებიც დადუღებულია ყურძნის კანთან ერთად. ამ ტიპის ღვინოების სრული სპექტრი მოიცავს ღია ალუბლისფერიდან მოლურჯო შავამდე ფერის ღვინოებს.

წითელი (ღაჟღაჟა) ღვინო (Blush Wine)

ვარდისფერი ღვინო, დამზადებული ერთი ჯიშის  ყურძნის წვენიდან ან ტკბილისაგან, რომელსაც კანი დადუღების დასრულებამდე მოაცილეს.

წყნარი ღვინო (Still wine)

ღვინოები ნახშირორჟანგის ბუშტულების გარეშე.