Wine Glossary
ვაინკელერაი (Weinkellerei)
|
გერმანული ტერმინი ღვინის მარნისათვის. |
ვალპოლიჩელა (Valpolicella)
|
მსუბუქი, ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერონას მახლობლად მზადდება იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო ჩვეულებრივ ახალგაზრდა ისმება. |
ვანილისებრი (Vanilla)
|
ვანილის არომატი და გემო, რომელიც დამახასიათებელია მუხის კასრებში დაძველებული ღვინოებისთვის. |
ვარდისფერი (Rose)
|
ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელშიც ყურძნის კანი ამოღებული იყო დადუღების დამთავრებამდე. |
ვინიფერა
|
ევროპული საღვინე ყურძნის ოჯახი, რომლისაგანაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები მზადდება. |
ზეკტი (Sekt)
|
გერმანული ტერმინი შუშხუნა ღვინოებისთვის. ზეკტი უმეტესწილად იწარმოება ჩარმატული პროცესით, და როგორც წესი ეს ღვინო არაფრით არ არის გამორჩეული. |
ზომიერად სხეულიანი (Medium-bodied)
|
ღვინო, რომლის წონა და შემადგენლობა ენაზე სხეულიანსა და მსუბუქს შორისაა. |
თამბაქოსებრი (Tobacco)
|
არომატი, რომელიც ზოგიერთ ცნობილ ღვინოში იგრძნობა. |
თაფლუჭი (Mead)
|
შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული თაფლისა და წყლის დადუღებით დამზადებული ღვინო. ბოლო დროს თაფლუჭმა კვლავ პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ღვინის მწარმოებლები არომატულ თაფლუჭს სთავაზობენ მომხმარებელს. |
თეთრი (White)
|
მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელიც ხასიათდება ყვითელი ფერების სიუხვით და მომწვანო-ოქროსფერში გადადის. |
|