Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

იოდიზირებული (Iodized)

იოდის სუნი და გემო ზღვის მახლობლად წარმოებულ ღვინოებში.

კაბერნე სოვინიონი (Cabernet Sauvignion)

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ყურზნის ჯიში. ასამბლაჟისას აკომპანირებს მერლოსთან, კაბერნე ფრანტან, მალბეკთან. გამოირჩევა დაზველების შესანიშნავი პოტენციალით. ძველდება რა, მუხის კასრებში, გამოირჩევა კონცენტრირებული ტანინებით და აქვს ღრმა სტრუქტურა.

კაბინეტი (Kabinett)

გერმანული მსუბუქი თეთრი ღვინო დამზადებული დამატებითი შაქრის გარეშე, რომელსაც ალკოჰოლის შედარებით დაბალი შემცველობა ახასიათებს.

კავა (Cava)

შამპანურის ტექნოლოგიით დამზადებული ესპანური შუშხუნა ღვინო, რომელიც იმავე ბოთლებში იყიდება, რომლებშიც გაიარა მეორადი დადუღების პროცესი. ესპანურად ეს ტერმინი ნიშნავს აგრეთვე მარანს, სადაც ძველდება ღვინოები.

კაზეინი

ცნობილია ლაქტოზის სახელით, თეთრი ფხვნილია, მსუბუქი, წყალში მძიმედ ხსნადი. იგი იხმარება თეთრი ღვინოების გამოსაკეტებლად, გარდა ამისა, გადაბრუნებით და სიმწარით დაავადებული ღვინოებისათვის, რადგანაც მას აქვს ღვინის გაუფერულების თვისება, წითელი ღვინის გაწმენდას ამ საშუალებით უნდა ვერიდოთ.

კაჟოვანი (Flinty)

მაგარი, ქვისებრი გემო ღვინოში. “კაჟოვანი” ითქმება ღვინოზე, რომელიც კაჟიანი თოფის ასოციას იწვევს. შაბლისა და სანსერის რეგიონის ღვინოები ყოველთვის ასოცირდება კაჟის სუნთან და გემოსთან, რაც განპირობებულია კირქვიანი ნიადაგებით. კაჟოვანი ღვინოები ჩვეულებრივ მშრალია და მწკლარტე.

კარამელის გემო (Caramely)

დამწვარი შაქარის მდიდარი და სასიამოვნო გემო, რომელიც დიდი ხნის მაძლზე დაძველებულ ღვინოებს (rezerva da gran rezerva) ახასიათებს.

კარბონატული მაცერაცია (Carbonated maceration)

ღვინის დუღილის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება წითელი ღვინოების დადუღებისათვის. კარბონატული მაცერაციის დროს  ყურძენი ფერმენტალურ დადუღებას გადის. ეს ტექნოლოგია გამოიყენება რბილი, არომატული ახალგაზრდა ღვინოების მისაღებად

კარბონატული ღვინო (Carbonated wine)

დაბალი ხარისხის შუშხუნა ღვინოები, რომელთა შემადგენლობაშიც ქარხნული წარმოებისას შეყვანილი იქნა ნახშიროჟანგი.

კასრი (Barrel)

როგორც წესი მუხის ხისგან დამზადებული მრგვალი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაძველებლად გამოიყენება. კასრების ზომა განსხვავდება მეღვინეობის რეგიონებისა და სხვადასხვა მწარმოებელთა მიხედვით.