Wine Glossary
მიწისებრი (Earthy)
|
გემო, რომელსაც ნიადაგი აძლევს ყურძენს და შესაბამისად ღვინოს. |
მკრთალი (Pale)
|
გამოიყენება დაბალი ფერადოვანი ინტენსივობის მქონე ღვინოების აღსაწერად. |
მკრთალი მშრალი (Pale dry)
|
ფინოს ტიპის ღვინის ერთ-ერთი სახეობა. |
მკრთალი ნაღების ფერი (Pale cream)
|
ფინოს ფერის მქონე ტკბილი ღვინო. |
მოკლე
|
ითქმევა ღვინოზე, შესაძლოა საუკეთესოზეც, მაგრამ, რომელის გემოც სამწუხაროდ პირში დიდხანს არ ჩერდება. |
მონოპოლი (Monopole)
|
ტერმინი, რომელიც გვხვდება ზოგიერთი ფრანგული ღვინის ეტიკეტზე და რომელიც აღნიშნავს ღვინის დასახელების ერთპიროვნულ მფლობელობას ანუ მასზე მონოპოლიეს. თუმცა არ არის ღვინის ხარისხის ოფიციალური მაჩვენებელი. |
მოსავალი (Vintage)
|
წელიწადი, რომელშიც მოიკრიფა ან მოიწია ყურძენი, რომელიც გამოყენებული იქნა ამა თუ იმ ღვინის დასამზადებლად. ეს თარიღი მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე. |
მოსავლის პორტვეინი (Vintage Port)
|
პორტუგალიური ძალიან კარგი ახალგაზრდა პორტვეინი, რომელიც ახალგაზრდავე ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც მარანში ხანგრძლივ შენახვას საჭიროებს (8-დან 40 წლამდე). ამ ხნის მანძილზე მას სჭირდება გადაღება. |
მოსავლის შამპანური (Vintage Champagne)
|
შამმპანური, რომელიც დამზადებულია ერთი და იგივე წელლს მოწეული (ერთი მოსავლის) ყურძნისაგან. ეს წელი მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე. ამის საპირისპიროდ, ნაზავი (კიუვე) მზადდება რამდენიმე წლის მოსავლის ყურძნის ნაზავისაგან. |
მოცილება (Stripping)
|
კლეტის და ყუნწების მოცილება ტკბილისაგან. |
|