Wine Glossary
მჟავე (Sour)
|
გაფუჭებული ღვინო ძმრის გემოთი. |
მჟავიანი (Acidic)
|
ღვინო მჟავე გემოთი, რაც განპირობებულია მასში ყურძნის ფერმენტაციის (დუღილის) დროს გასული ბუნებრივი მჟავებით. |
მრგვალი (Round)
|
მომწიფებული, სრული, სუფთა, ნატიფი და სასიამოვნო ღვინო სიმძაფრის შეგრძნების გარეშე. |
მსუბუქი (Light)
|
ტერმინი, რომელიც ღვინის სიმკვრივის ან ფერის ასაღწერად გამოიყენება. მსუბუქი ღვინო ჩვეულებრივ ადვილი დასალევია და არ შეიცავს მაღალ ალკოჰოლს. მსუბუქი თეთრი ღვინის მაგალითია მუსკატი, ხოლო წითლისა – ბოჟოლე. |
მუსკატი (Muscadet)
|
მშრალი, თეთრი ღვინო დაბალი ალკოჰოლის შემცველობით, ბრეტონიიდან, ჩრდილო აღმოსავლეთი საფრანგეთი. ჩვეულებრივ ისმევა ახალგაზრდა, ზღვის პროდუქტებთან ერთად. აქვს კარგად გამოხატული არომატი. |
მუხა (Oak)
|
ყველაზე პოპულარული ხე კასრების დასამზადებლად. კასრში დაძველების შედეგად ღვინო იწოვს მუხიდან ტანინებს და იძენს განსაკუთრებულ გემოს. |
მუხისებრი/მუხის (Oaky)
|
მუხის პატარა კასრებში დაძველებული ღვინოების სურნელი და გემო. მუხის ზოგი კასრი ღვინოს აძლევს დაბრაწული პურის ან ვანილის სურნელსა და გემოს, რომლის გადაჭარბებული რაოდენობა არ არის სასურველი. |
მშრალი (Dry)
|
ღვინოები ჩვეულებრივ იყოფა მშრალ ან ტკბილ ღვინოებად მათ შორის არსებული სახეობების სრული სპექტრით. სიმშრალეს იწვევს ღვინოში დარჩენილი შაქარი – რაც უფრო მშრალია ღვინო, მით ნაკლებ შაქარს შეიცავს ის. სუფრის ღვინოების უმეტესობა მშრალია. ფრანგული შაბლი ნაკლებ მშრალია, ვიდრე კალიფორნიული შარდონეების უმეტესობა, მაგრამ ორივე მშრალ ღვინოდ ითვლება. (სადეგუსტაციო ტერმინი). |
მცენარეული (Floral)
|
ტერმინი გამოიყენება ღვინის იმ არომატების აღსაწერად, რომელიც ზოგიერთი ყვავილის სასიამოვნო სუნს გვაგონებს. მაგ.: ვარდის, იასამნის, იის და ა.შ. |
მძიმე (Weighty)
|
მდიდარი, მკვრივი ღვინო, რომელიც ენაზე სიმძიმის შეგრძნებას ტოვებს. |
|