Wine Glossary
პინო ნუარი
|
წითელი ყურძნის ჯიში, ეკვივალენტურია კაბერნე სოვინიონისა. იძლევა სავსე, მძიმე სხეულიან ღვინოებს, წითელ, ლალისფერ, ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მომწიფების და მჟავიანობის წყალობით დიდხანს ინახება. |
პიტნის/პიტნისებური (Minty)
|
ზოგიერთი დაძველებული წითელი ღვინის სასურველი არომატი. |
პოლიფენოლები
|
ეს ტერმინი აჯგუფებს ღვინოში ტანინების შენადგენლობას, რომელიც ყურძნის კანში და წიპწაში მოიპოვება. მას აქვს ანტიოქსიდანტური როლი და ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლოა. ფენოლთა შორის ყველაზე ეფექტურია კერსეტინი, კატეხინი და რესვერატროლი. |
პორტვეინი (Port)
|
შემაგრებული ტკბილი ღვინო პორტუგალიის დუოროს რეგიონიდან. პორტვეინის სახეობებია: ბოთლებში გვიან ჩამოსხმული Late Bottle (LB), Tawny Ruby – ლალისფერი, დაძველებული. პორტვეინი ტკბილი სასმელია და ჩვეულებრივ მიირთმევა სადილის შემდეგ, როგორც სადესერტო ღვინო. პორტვეინის ყველა სახეობა მზადდება პორტვეინის სახლების მიერ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პორტვეინის სახლების უმრავლესობას ბრიტანელები ფლობენ. |
ჟელატინი
|
გამოიყენება სხეულიანი და ტანინით მდიდარი თეთრი და წითელი ღვინოების გასაწმენდად. მზადდება ცხოველების ძვლებიდან, ტყავიდან, ჩლიქაბიდან. რაც უფრო სუფთაა ჟელატინი, მით მეტი გაწებვის უნარი აქვს მას. თევზის წებოსგან განსხვავებით ჟელატინით გაწებვას უფრო მეტი დრო სჭირდება. |
რამდენიმე წლის მოსავლის შამპანური (Non-vintage champagne)
|
სხვადასხვა წლის მოსავლის ყურძნის წვენისგან დამზადებული შამპანური. |
რბილი (Soft)
|
დელიკატური ღვინის სასურველი მახასიათებლები, რომელიც ღვინოში ვლინდება სუსტად გამოხატული ხილის ტონებით. ღვინო ადვილად დასალევია, დროთა განმავლობაში ღვინის ტანინები უფრო რბილდება. |
რეზერვა (Reserva)
|
ეს სიტყვა ბოთლის ეტიკეტზე ნიშნავს, რომ ღვინო, სულ მცირე, სამი წელი ძველდებოდა. |
რეცინა (Retsina)
|
ბერძნული მშრალი თეთრი ღვინო, რომელსაც ფიჭვის ფისის არომატი დაჰკრავს. ეს ღვინო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი. ამფორები, სადაც ღვინო ინახებოდა, დახუფული იყო ფიჭვის ფისით. ღვინოს ახასიათებს “ფრანგული” სკიპიდარის გემო, რამაც მას განუმეორებელი გემოს მქონე სახელი დაუმკვიდრა მსოფლიო ბაზარზე. |
რიზერვა (Riserva)
|
ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული ღვინო. |
|