Wine Glossary
სოავე (Soave)
|
მშრალი თეთრი ღვინო ვერონას რეგიონიდან, (ვენეტო, იტალია). არსებობს სოავეს ნახევრად ტკბილი სახეობაც, ღეციოტო დი შოავე, მდიდარი ხილის ტონებით, რომელიც ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნისაგან მზადდება. |
სოლერა (Solera)
|
ღვინის დასაძველებელი კასრების იარუსების ქვედა რიგი, განკუთვნილი ყველაზე ძველი ღვინოებისთვის. ნიშნავს აგრეთვე ღვინის დაყენების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ღვინოში ძველის დამატებას მის გასაუმჯობესებლად. დაძველების ეს სისტემა გამოიყენება იერესის გენეროზო ღვინოებისათვის. |
სომელიე (Sommelier)
|
პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია რესტორნებში ღვინის შეთავაზებაზე. |
სოტეღნი (Sauternes)
|
საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინო, საფრანგეთში არსებობს ხუთი სოფელი, სადაც ასეთი ღვინო მზადდება. |
სპუმანტე (Spumante)
|
1. შუშხუნა თეთრი ღვინო, დამზადებული მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოდის ჩრდილოეთ იტალიის პიემონტის რეგიონში. ამ ღვინოს “იტალიის შამპანურსაც” უწოდებენ. 2. იტალიური ტერმინი შუშხუნა ღვინისათვის. |
სრული (Full-bodied)
|
ტერმინი ასახავს ღვინის სიმკვრივეს (სხეულს) ან პირში მისი დაგემოვნების თვისებებს. გარდა ამისა, ის ეხება მაგარ ღვინოებს ძლიერი გემოთი და თაიგულით და შაქრის ან ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით.
|
სტრუქტურა (Structure)
|
ღვინის თვისებების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება შემდგარი მისი მჟავიანობით, ალკოჰოლიანობით, ტანინების შემცველობით და სხვა. |
სუნთქვა (Breathing)
|
ღვინის ბოთლის გახსნა მის დალევამდე გარკვეული ხნით ადრე. წითელ ღვინოს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება «სასუნთქად», ვიდრე თეთრს, რომელსაც ეს ხან საერთოდ არ სჭირდება. შუშხუნა ღვინოებს კი «სუნთქვა» არ სჭირდება. |
სუნი (Smell)
|
ღვინის ხარიახის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუნი. იგი შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: არომატი, თაიგული და ყნოსვა. თუ ღვინოს ეს თვისებები არ ახასიათებს, ე. ი. ღვინო ცუდია, ან ზედმეტად დაძველებული. |
სურნელოვანი (Fragnant)
|
ძალიან არომატული და ყვავილოვანი ღვინო. არსებობს სუნელებისა და ხილის სხვადასხვა არომატები, როგორებიცაა: ანანასის, შავი მოცხარის, ატმის, გარგარისა, ვაშლის და სხვა. ღვინოში ხილის სურნელების უპირველესი განმსაზღვრელია ყურძნის ჯიში. |
|