Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ღვინო (Wine; Vino, ect)

ყურძნის ტკბილის დადუღების შედეგად მიღებული ნატურალური სასმელი.

ღვინომასალა

ღვინომასალა ყურძნის დუღილის შედეგად მიღებული ნახევარფაბრიკატი.

ყვავილოვანი (Flowery)

ყვავილების ნაზი, ფაქიზი გემო და არომატი, რომელიც ზოგიერთ ღვინოს ახასიათებს. არ უნდა აგვერიოს სიტკბოში.

ყნოსვა (Nose)

ტერმინი, რომელიც დეგუსტატორების მიერ ღვინის სუნის აღსაწერად გამოიყენება.

ყურძნის ტკბილი (Must)

ყურძნის წვენის, კლერტის, ყურძნის ჩენჩოების, წიპწების და ლბილობის ნარევი დადუღებამდე.

შაკოლი (Chacoli)

მოუმწიფებელი ყურძნისაგან დამზადებული მსუბუქი მჟავიანი ღვინო ბასკეთიდან. აქვს 9% ალკოჰოლური შემცველობით.

შამპანი (Champagne)

პარიზიდან 75 მილით დაშორებული რეგიონი, სადაც 300-ზე მეტი სოფელია. აქ აწარმოებენ მსოფლიოში ყველზე ცნობილ შუშხუნა ღვინოებს. მხოლოდ აქ წარმოებული ღვინოები შეიძლება სამართლიანად იწოდებოდეს შამპანურად. კლიმატური პირობების – რბილი ზამთრისა და ცარციანი ნიადაგის წყალობით შამპანში გაზრდილი პინო ნუარი და შარდონე შესანიშნავ ღვინოებს იძლევა.

შამპანური

ჰერმეტულ ჭურჭელში, წნევის ქვეშ, შაქრის მეორადი დუღილის შედეგად მიღებული ნახშიროჟანგით გამდიდრებული ღვინო.

შაპტალიზაცია

ეს ოპერაცია ნიშნავს ტკბილში შაქრის მომატებას ალკოჰოლის გაზრდის მიზნით. ეს საკმაოდ ძველი მეთოდია. XVII ს-ში ამ მიზნით ტკბილს უკვე უმატებენ თაფლს. შაპტალიზაციით შესაძლებელია გამოკეთდეს ცუდი წლების ღვინო. შაპტალიზაციის სიჭარბე ღვინოს მატებს ზომაზე მეტ ალკოჰოლს და ღვინოს არაბალანსირებულს ხდის.

შარდონე

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიში, რომლისგანაც სხვადასხვაგვარი ღვინო მზადდება. ვაზი ძლიერია და გამძლე. ისრდება შამპანის რეგიონში, ელზასში, შვეიცარიაში გერმანიაში, საქართველოში, არგენტინაში და სხვა.