Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ხავერდოვანი (Smooth)

ღვინო, რომელიც მდიდარია გლიცერინით.

ხავერდოვანი (Velvety)

სასიამოვნო რბილი და აბრეშუმისებრი გემო, რომელიც განსაკუთრებით წითელ ღვინოებს ახასიათებს.

ხასიათი (Character)

ღვინის თვისებების კომბინაცია, რომლებიც მას განსხვავებულს ხდის. ეს საქებარი ტერმინია.

ხილის ღვინოები (Fruit wines)

დამზადებულია ხილის და არა ყურძნის დადუღებით ჰიდროლიზებული სახამებლიდან სადუღებელი შაქარის ამოწურვის შემდეგ. ასეთი ღვინოების მაგალითია სიდრი და მსხლის სიდრი კარგი ყურძნის ღვინოებისაგან განსხვავებით, ძალიან ცოტა ხილის ღვინო უმჯობესდება ბოთლში დაძველების შედეგად. ხილის არომატები საკმაოდ სწრაფად ქრება, ამიტომ ასეთი ღვინოების უმეტესობა საუკეთესო მოსახმარია ჩამოსხმიდან ერთი წლის განმავლობაში.

ხილისებრი (Fruity)

1. ღვინოები, რომელთაც ხილის არომატი ახასიათებთ. ვაშლიდან შავ მოცხარამდე. 2. ღვინო, რომელსაც შერჩენილი აქვს ახალი ყურძნის არომატი. როგორც წესი, ის არის ახალგაზრდა, რადგან დროთა განმავლობაში ხილის არომატი გადადის ბუკეტში.

ხისებრი (Woody)

ღვინის სუნი, რომელიც მეტად დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა კასრში, ან დაძველებული იქნა კასრში, რომელიც უხარისხო ხისგან იყო დამზადებული.

ხიხვი

კახეთის თეთრყურძნიანივაზის აბორიგენული ჯიში.  მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან, სხეულიან ღვინოებს.

ხორციანი (Fleshy)

გამოიყენება სრული, ზეთოვანი, მდიდარი ღვინოების აღსაწერად, რომლებიც სასაზე ტოვებენ სქელი სხეულის შეგრძნებას.

ჯენეროზო (Generoso)

განსაკუთრებული ღვინო, რომლის ალკოჰოლური შემცველობა მერყეობს 17-დან და 23 გრადუსამდე.  ტერმინი აგრეთვე გამოიყენება მაღალალკოჰოლიანი მაგიდის ღვინოების აღსანიშნავად.

ჯიში (Breed)

რჩეული ღვინის ყველაზე მაღალი საფეხური.  დამოკიდებულია ყურძნის ჯიშის, ნიადაგის თვისებებზე და აგრეთვე მეღვინის ნიჭსა და გამოცდილებაზე. ეს ტერმინი იხმარება მაღალი ხარისხის დახვეწილი და ნატიფი ღვინოებისთვის.