Marani Logo

Wine Glossary

განიერი (Broad)

ნიშნავს სრულ, რთულ ღვინოს მრავალგვარი შემადგენელი დეტალით.

გარაფეირა (Garrafeira)

პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად.
 

გაფილტვრა

გაფილტვრა ღვინის მექანიკური გაწმენდის მეთოდი, რომელიც მიმართულია სითხეში კედლების გასწვრივ და აკავებს თავის მხრივ ნარჩენებს. გაფილტვრა ხელს უწყობს არასასურველი ფერმენტების დაკავებას, ღვინოს აჯანმრთელებს და ხოცავს მიკრობების ჩანასახებს.

გაფილტვრა (Filtering)

შუშხუნა ღვინის გაწმენდა მეორადი დუღილისას წარმოქმილი დანალექებისაგან.

გემო (Taste)

ღვინის გემოს განაპირობებს მთელი რიგი თვისებების კომბინაცია: მჟავიანობა, ალკოჰოლის და შაქრის შემცველობა, ტანინებისა და სხვა ელემენტების თანაფარდობა, რომელიც უნიკალურია ყოველი კონკრეტული ღვინისათვის და მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

გვიან მოკრეფილი მოსავალი (Late harvest)

ღვინოები, რომლებიც დამზადებულია ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ძალიან მოწეული და ბოტრტისით (კეთილშობილი სიდამპლე) დაავადებული. გვიანი მოსავლის ღვინოები ძალიან ტკბილია და ჩვეულებრივ მიირთმება როგორც სადესერტო ღვინოები.

გვირგვინი (Crown)

ფორმა, რომელსაც ქმნიან კარგი შუშხუნა ღვინის ან კავას ამოსული ბუშტულები, როდესაც ისინი ზედაპირს აღწევენ.

გორული მწვანე

თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში ქართლიდან. მისგან მზადდება სუფრისა და შამპანურის ტიპის ბუნებრივად შუშხუნა ღვინოები.

გრან კრუ (Grand kru)

საუკეთესო ღვინო.

გრან რეზერვა (Gran reserva)

ღვინო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებსა და ბოთლებში. თუ ღვინის ეტიკეტზე მითითებულია “გრან რეზერვა”, ეს ნიშნავს, რომ ღვინო სულ მცირე სამი წელი მაინც ძველდებოდა.