Wine Glossary
დელიკატური (Delicate)
|
ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი. |
დემეტალიზირებული
|
ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან. |
დიდი კასრი (Tun)
|
ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს. |
დიდი მოსავალი/წელი (Big vintage/year)
|
ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი. |
დიდი ღვინო (Big wine)
|
სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი. |
ელეგანტური (Elegant)
|
(დახვეწილი, ნატიფი) სადეგუსტაციო ტერმინი; განსაკუთრებით ხარისხიანი ღვინო, ჰარმონიული ფერით, გაწონასწორებული არომატით და სასიამოვნო თაიგულით, რომელიც კარგადაა დაძველებული. |
ელზასი (Alsac)
|
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაინის ველში მდებარე მხარე, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. ელზასში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით, მრავალფეროვანი ხასიათით, მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს აგრეთვე ტკბილ ღვინოებს გვიან შემოსული ყურძნისგან; წითელი ღვინოები იშვიათია, მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება. |
ენვერო (Envero)
|
წლის დრო, როცა ყურძენი ფერის შეძენას იწყებს. |
ენოლოგია (Enology)
|
მეცნიერება ღვინის და ღვინის დამზადების შესახებ. |
ენოფილი (Enophile)
|
ღვინის მოყვარული, ან ღვინის მცოდნე. |
|