Marani Logo

Wine Glossary

Ascorbic Acid

ანტი-ოქსიდანტი, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც C ვიტამინი; განსაზღვრული რაოდენობით ამატებენ თეთრ ახალგაზრდა ღვინოებში,  ენზიმური და ასევე არაენზიმური დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად.  

 

Sorbic acid

სორბინ მჟავა (sorbic acid) -  ამატებენ ღვინოში განსაზღვრული რაოდენობით. სორბინ მჟავა და მისი მარილები ზრდიან ღვინის შენახვის ვადას საფუარის უჯრედების განვითარების ინჰიბირების გზით, ისე რომ არ ცვლიან მის ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

აგრესიული (Aggressive)

სადეგუსტაციო ტერმინი; არასასიამოვნოდ მჟავე ღვინო ტანინებისა და სპირტის მაღალი შემცველობით.

აერაცია (Aeration)

ჰაერთან კონტაქტი, რომლის დროსაც ზოგიერთი (განსაკუთრებით, ახალგაზრდა) წითელი ტანინიანი ღვინო ჟანგბადით მდიდრდება. აერაციის შედეგად ღვინო დასალევად უფრო სასიამოვნო ხდება, ამიტომ ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის ტკბილი და მსუბუქი თეთრი ღვინოები დალევამდე ერთი საათით ადრე იხსნება, ხოლო წითელი – მოხმარებამდე ნახევარი საათით ადრე.

ავსტრალია (Australia)

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის მეღვინეობის ისტორია სულ ორ საუკუნეს ითვლის, ის ცდილობს მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ქვეყნის ყველაზე დიდი მევენეხეობა-მეღვინეობის რეგიონია სამხრეთით მდებარე Barossa Valley. ყურძნის გავრცელებული ჯიშებია კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, შარდონე, სემილიონი, რისლინგი. ავსტრალიაში 800-ზე მეტი ღვინის საწარმოა, მაგრამ მხოლოდ ოთხი იძლევა ქვეყანაში წარმოებული ღვინის 80%-ს. ექსპორტი წარმოებული პროდუქციის 40%-ს აღწევს. აზიური ბაზრის სიახლოვე ხელს უწყობს ავსტრალიური ღვინის გასაღებას.

ავსტრია (Austria)

ავსტრია განსაკუთრებით ცნობილია მშრალი თეთრი ღვინოებით, რომლებიც გერმანული ღვინოების ანალოგიურია და, როგორც წესი, ახალგზრდა ისმევა. ავსტრიული წარმოების თეთრი ბოტრიტისებული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. აქ აწარმოებენ აგრეთვე სასიამოვნო გემოს მქონე მაღალხარისხიან წითელ ღვინოებს.

აისვაინი (Eiswein)

ცნობილი გერმანული ტკბილი ღვინო, რომელიც მზადდება გვიან მოკრეფილი, ვაზზე მიყინული ყურძნისაგან. აწარმოებენ გერმანიაში და ესპანეთში.

ალდეჰიდი (Aldehyde)

შუალედური მდგომარეობა ღვინოსა და მჟავას შორის, რომელიც ალკოჰოლის დაჟანგვის პროცესში წარმოიქმნება. ღვინოში არსებული ალდეჰიდებიდან ყველაზე მნიშნველოვანია აცეტალდეჰიდი, რომელიც წარმოიშვება ღვინის ალკოჰოლის ოქსიდაციის პროცესში, რის შედეგადაც ალკოჰოლი ძმარმჟავად გარდაიქმნება.

ალექსანდროული

ალექსანდროული რაჭაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. მისგან აყენებენ მაღალხარისხოვან სუფრის წითელ და ნახევრადტკბილ ღვინოს "ხვანჩკარა".

ალიგოტე (Aligoté)

ბურგუნდიული წარმოშობის ცნობილი უხვმოსავლიანი ვაზის ჯიში. მისგან მიიღება მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც დაძველების დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბურგუნდიის გარდა, ალიგოტე მოჰყავთ ბულგარეთში, რუსეთში, რუმინეთში, შვეიცარიაში. საქართველოში.