მარანი ნაფარეული
წარმოშობა: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატის ტიპი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიშები: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირი |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი 13,5 %; ნარჩენი შაქარი <4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ |
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო იხსნება სუფთად და გადადის 225ლ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილის და 9-12 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდგომ კი – ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ბროწეულისფერი |
სურნელი: |
რთულ და კომპლექსურ ბუკეტში წინა პლანზეა წამოწეული მარწყვის და სანელებლების, განსაკუთრებით კი ვანილის არომატი |
გემო: |
რბილ ტექსტურაში გამოკვეთილია მწიფე ხილის ტონები ძირტკბილასა და მუხის მსუბუქი გემოთი. დაბოლოვება ხანგრძლივია ტკბილი ტანინების თანხლებით. |
|
|
|