Marani Logo

მარანი ალაზნის ველი თეთრი

წარმოშობა:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კლასიფიკაცია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 90%. მწვანე 10%.
ყურძნის მოსავლის წყარო:
: 50 % კონდოლის ვენახები, 50% კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი
ყურძნის მოსავლიანობა:
8-12 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი ნახევრად ტკბილი.
ღვინის ანალიზი:
ალკ..12% ნარჩენი შაქარი 30-45გ/ლ ;ტიტრული მჟავიანობა: 6-7გ/ლ.

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის გაცლის შემდეგ ყურძენი ცივდება 4-6°C -მდე და სიფრთხილით იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით, დაწმენდილი და სუფთა წვენი იწყებს ფერმენტაციას უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ კონტროლირებად ტემპერატურაზე(15-18°C). როდესაც მაჭარში შაქრის რაოდენობა მიაღწევს სასურველ დონეს, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის სიტკბო და სიხალისე. როგორც წესი, ეს ღვინო ბოთლებში ჩამოისხმება მოსავლის აღებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ჩალისფერი.
შუნი:
გამოირჩევა ნაზი არომატით გამოხატული ნესვის და კომშის ტონებით.
გემო:
გემო ხალისიანი და ჰარმონიულია, რბილი მჟავიანობით და დაშაქრული კომშის ტონებით