თელავური თეთრი ნახევრად ტკბილი
ყურძნის ჯიში: |
ადგილობრივი ჯიშის თეთრი ყურძენი |
წარმოშობა: |
კახეთის მეღვინეობის რეგიონი |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტური |
ღვინის ტიპი: |
თეთრი ნახევრად ტკბილი |
ვინიფიკაცია
ყურძენი ხელით იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძენი დუღდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (16–18°C). როდესაც წვენში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის სასურველი ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა
თელავური თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო ტრადიციული, კახური წესით არის დამზადებული თელავის რაიონში მოყვანილი რქაწითელის და სხვა თეთრი ჯიშის ყურძნებისგან. ღია ჩალისფერი ღვინის ბუნებრივი სიტკბოსა და მჟავიანობის იდეალური ბალანსი უზრუნველყოფს სასიამოვნო არომატს და ხანგრძლივ, ცოცხალ დაგემოვნებას. მშვენივრად ერგება ტკბილ სუფრას და ასევე ცხარე, აღმოსავლურ კერძებს. |
|
|
|