Marani Logo

თელავური წითელი მშრალი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი

მოსავლის წლები

2021  |  2015

ვინიფიკაცია

სიმწიფეში შესული ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლებისა და დაწურვის შემდეგ, დურდოს დუღილი მიმდინარეობს კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28°C). საბოლოოდ ღვინო ძველდება უჟანგავ ფოლადის ცისტერნასა და ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

თელავური წითელი მშრალი ღვინო ტრადიციული, კახური წესით არის დამზადებული თელავის რაიონში, მდინარე ალაზნის სანაპიროებზე მოყვანილი ადგილობრივი წითელი ყურძნისაგან. მუქი ლალისფერი, სრულსხეულიანი ღვინო მშვენივრად ესადაგება ქართული სუფრის ხორციან კერძებს.