თელავური წითელი ნახევრად მშრალი
ყურძნის ჯიში: |
ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძენი |
წარმოშობა: |
კახეთის მეღვინეობის რეგიონი |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტური |
ღვინის ტიპი: |
წითელი ნახევრად მშრალი |
ვინიფიკაცია
სიმწიფეში შესული ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძნის დუღილის პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28 °C). როდესაც ღვინოში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის სასურველი ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა
თელავური წითელი ნახევრად მშრალი ღვინო ტრადიციული, კახური წესით არის დამზადებული თელავის რაიონში, მდინარე ალაზნის სანაპიროებზე მოყვანილი ადგილობრივი წითელი ყურძნისაგან. მუქი ლალისფერი, არომატული ღვინის ბუნებრივი მოტკბო გემო საუცხოოდ ერგება როგორც ცხარე, აღმოსავლურ კერძებს, ასევე ხილის სალათებსა და ტკბილეულს. |
|
|
|