Marani Logo

თელავური წითელი ნახევრად ტკბილი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი

მოსავლის წლები

2021  |  2015

ვინიფიკაცია

სიმწიფეში შესული ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძნის დუღილის პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28 °C). როდესაც ღვინოში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის სასურველი ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

თელავური წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ტრადიციული, კახური წესით არის დამზადებული თელავის რაიონში მოყვანილი საფერავის და სხვა წითელი ჯიშის ყურძნებისგან. იგი მუქი ბროწეულის ფერია, გამოხატული მაყვლის და ალუბლის არომატით და მოტკბო, გრძელი დაბოლოვებით. მშვენივრად ერგება ადგილობრივ ცხარე კერძებს, ხილის სალათებსა და ტკბილეულს.