მარანი კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ერთი ვენახის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 50%, მერლო 50% |
ყურძნის წყარო: |
100% კონდოლის ვენახი |
მოსავლიანობა: |
6-7 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო |
დავარგება: |
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება 6-8 წლის დავარგებით |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 14%; ნარჩენი შაქარი: <4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5 გ/ლ |
ვინიფიკაცია
აგვისტოს თვეში, შეთვალების დასწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთებში, საფერავი - კ. 2001 და მერლო კ.348, ჩატარდა მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან დაიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ღია, 225 ლ მოცულობის კასრებში. 20-25 დღიანი ფერმენტაციის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით, რითაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. მაცერაციის შემდგომ, ღვინო გადავიდა დახურულ ხის კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილისათვის. ღვინოების კუპაჟი 6-8 თვის თავზე კეთდება და შემდეგ 12 თვე ვარგდება. მსუბუქი ფილტრაციის და ჩამოსხმის შემდგომ, ბოთლში დავარგება გაგრძელდა მარანის სარდაფში კიდევ 6 თვეს.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი ბორდოსფერი |
სურნელი: |
შავი მოცხარის და მაყვლის დომინანტურ ტონებს დაჰკრავს პიტნის არომატი |
გემო: |
შავი მოცხარის, შავქლიავას და მაყვლის გემო სავსეა და ხავერდოვანი, რომელსაც აბალანსებს თამბაქოს, მცენარეების და მუხის კასრებში დაძველებით მიღებული ტონების კომპლექსი. დაგემოვნება ხანგრძლივია აბრეშუმისებური ტანინებით |
|
|
|