მარანი ალაზნის ველი როზე
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
კლიმატის ტიპი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის მოსავლის წყარო: |
კახეთის რეგიონი. |
ყურძნის მოსავლიანობა: |
8-10 ტონა ჰექტარზე. |
ღვინის ტიპი: |
ვარდისფერი ნახევრად ტკბილი. |
ღვინის ანალიზი: |
ალკ.12,5 % ვოლ ნარჩენი შაქარი:: < 38გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,9 გ/ლ. |
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°C-მდე გაციებულ დურდოს ტოვებენ მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში. როდესაც წვენი მიიღებს სასურველ ვარდისფერს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). როდესაც მაჭარში შაქრის შემცველობა სასურველ დონეს მიაღწევს, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღია ვარდისფერი. |
სუნი: |
ბროწეულის და კოწახურის არომატი შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან. |
გემო: |
გემო ხალისიანი და მოტკბოა, გამოხატული მარწყვის და ალუბლის კომპოტის არომატით. დაბოლოება ხანგრძლივია და ჰარმონიულია, თანდართული დაშაქრული ალუბლის მოტკბო-მომჟავო ტონალობით. |
|
|
|