Marani Logo

მარანი ფიროსმანი როზე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის მოსავლის წყარო:
კახეთის რეგიონი.
ყურძნის მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
ვარდისფერი ნახევრად მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკ. 12,5 % ვოლ ნარჩენი შაქარი:: < 18გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 6,0გ/ლ.

მოსავლის წლები

2011

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°C-მდე გაციებულ დურდოს ტოვებენ მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში. როდესაც წვენი მიიღებს სასურველ ვარდისფერს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). როდესაც მაჭარში შაქრის შემცველობა სასურველ დონეს მიაღწევს, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ვარდისფერი.
სუნი:
ბროწეულის და მარწყვის სასიამოვნო სურნელით.
გემო:
გემოში ჭარბობს წითელი კენკროვანი ხილის, მარწყვის და ალუბლის არომატი. დაბოლოება ცოცხალი და ოდნავ მოტკბოა, თანდართული ხალისიანი მჟავიანობით.გემო ხალისიანი და მოტკბოა, გამოხატული მარწყვის და ალუბლის.