Marani Logo

მარანი საფერავი როზე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის მოსავლის წყარო:
კახეთის რეგიონი.
ყურძნის მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი.
ღვინის ანალიზი:
ალკ.13% ვოლ ნარჩენი შაქარი:: <4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2011  |  2010  |  2007

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°C-მდე გაციებულ დურდოს ტოვებენ მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში. როდესაც წვენი მიიღებს სასურველ ვარდისფერს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). დადუღების შემდგომ ღვინო გადადის სხვა ჭურჭელში რამოდენიმე თვით დასავარგებლად. ღვინო ბოთლებში ისხმება თებერვალი-აპრილის თვეებში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ვარდისფერი.
სუნი:
ბროწეულის და კოწახურის არომატი შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან.
გემო:
ქორფა და ხალასია, იმავდროულად ელეგანტური. სრულად იმეორებს არომატების პალიტრას, ხავერდოვანი, გლუვი ტექსტურით და ვარდის ფურცელის ჰაეროვანი სურნელით