Marani Logo

მარანი რეზერვი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
მცირე წარმოების ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
საფერავის ბლოკი კონდოლის ვენახებიდან
მოსავლიანობა:
5-6 ტონა ჰა-ზე
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ალკოჰოლი:
13.5%
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ დაძველება მას მხოლოდ გააკეთილშობილებს
რაოდენობა:
15000 - 0.75ლ ბოთლი
შეფუთვა:
1 ბოთლიანი ყუთი
 

მოსავლის წლები

2007

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში, კონდოლის ვენახის საფერავის შერჩეულ ნაკვეთში ჩატარდა მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 5-6 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და ფრთხილად ჩაიწურა ღია 225ლ მოცულობის კასრებში და დადუღდა ყურძნის კანში არსებულ ველურ საფუარზე. დუღილის დროს, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობდა მაქსიმუმ 26°C-მდე, ქუდის დარევა და ყველა სხვა პროცედურა მიმდინარეობდა მხოლოდ ხელით, რათა მინიმუმამდე შეგვემცირებინა მექანიკური ზემოქმედება ყურძნის კანიდან ფერისა და ტანინების უვნებელი ექსტრაქტაციისთვის. ფერმენტაციის შემდგომ ღვინო თვითდინებით გადავიდა მუხის კასრებში სადაც ვარგდებოდა 2 წლის განმავლობაში, კომპლექსურობისა და დამატებითი სხეულის შესაძენად. ღვინო ჩამოისხა გაუფილტრავად ბოთლებში შემდგომი დაძველებისთვის.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი ლალისფერი აგურისფერი ელფერით
სუნი:
გამოხატული ალუბლის ლიქიორის და წითელი ხილის ჯემის არომატის ფონზე იკვეთება სანელებლიან-შებოლილი-მინერალური ბუკეტი, როგორც უნაკლო დავარგების დასტური
გემო:
ელეგანტური და ხავერდოვანია, რომელიც გვიპყრობს წითელი ხილის, ტკბილი სუნელების, ტყავის და თამბაქოს კრემისებური ტონებით. ღვინო მთავრდება ხანგრძლივი სანელებლიანი არომატით, რომელიც დაბალანსებულია გლუვი და სრულფასოვანი ტანინებით