Marani Logo

სატრაპეზო აისვაინ კაბერნე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
კაბერნე სოვინიონი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი
მოსავლიანობა:
7-8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი ტკბილი ღვინო
ალკოჰოლი:
11%
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს ხილის მურაბის და ჯემის ტონებს
წარმოებულია:
4 000 - 0,375 ლ ბოთლი
შეფუთვა:
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი

მოსავლის წლები

2016  |  2012

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის კაბერნე სოვინიონის ნაკვეთში ყურძენი დაიკრიფა დეკემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც გარემო ტემპერატურამ დაიწია -9°C -მდე და ყურძნის მარცვალები მთლიანად გაიყინა ვაზზე. რადგან მარცვალში არსებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია, გამოწურული წვენის გამოსავალი ძალიან მცირეა, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია ყურძნის შაქრით, მჟავებით და არომატული ნივთიერებებით. ყურძენი შერჩევით დაიკრიფა სისხამ დილით, მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მოსცილდა ყველა დაზიანებული მარცვალი და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა კონტროლირებად ტემეპერატურაზე (16-18°C) უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში ორი თვის განმავლობაში. ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება გაციებულ მდგომარეობაში 0°C ტემპერატურაზე 6 თვის მანძილზე. ღვინის ჩამოსხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ბროწეულისფერი, აგურისფერი ანარეკლით
სურნელი:
თაფლის, მარწყვის მურაბის, დაშაქრული კომშისა და წითელი ბადაგის ინტენსიური ტონები
გემო:
გემო იმეორებს სურნელის პროფილს, მაგრამ გამდიდრებულია მანდარინისა და ქლიავის ჯემის არომატებით. დაბოლოვება ხანგრძლივი და დაბალანსებულია