Marani Logo

მარანი კონდოლის ვენახები სამი

მეღვინეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ერთი ვენახის ღვინო
ყურძნის ჯიში:
ალექსანდრეული 50%, საფერავი 25%, მერლო 25%
ყურძნის წყარო:
100% კონდოლის ვენახი
მოსავლიანობა:
6-7 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობესდება 5-6 წლის დაძველებით
ღვინის ანალიზი:
ალკ. 13.5%; ნარჩენი შაქარი <4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4.5-5.5გ/ლ
 

მოსავლის წლები

2016  |  2009

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახების საფერავის, ალექსანდრეულის და მერლოს შერჩეულ ნაკვეთებში, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში, ჩატარდა მწვანე რთველი. ამ დროს ვაზიდან იკრიფება მწვანე ყურძენი, იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 6-7 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სამივე ჯიშის ყურძენი: საფერავი, ალექსანდრეული და მერლო შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდგომ ჩაიწურა ღია 225ლ მოცულობის კასრებში. მთელი ფერმენტაციის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით, რითიც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქტაციას. 20 დღიანი მაცერაციის შემდგომ ღვინო გადავიდა დახურულ ხის კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილისა და შემდგომი 12 თვიანი დაძველებისთვის. მსუბუქი ფილტრაციის და ჩამოსხმის შემდგომ გაგრძელდა ღვინის ბოთლში დავარგება.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ლალისფერი
სურნელი:
საფერავი, მისთვის დამახასიათებელი ღრმა წითელი ფერით, ინტენსიური შავი ხილის წვენის არომატებით და სრულსხეულიანობით, ალექსანდრეული, მსუბუქი ფერით და სტრუქტურით გამოხატული ტკბილი ვანილის ტონებში და მერლო, კონცენტრირებული მწიფე ხილის არომატებით და მწვანე ბალახის ნიუანსებით, ქმნის შესანიშნავად დაბალანსებულ ღვინოს
გემო:
სრულსხეულიან, კომპლექსურ და მდიდარ გემოში იკვეთება წითელი კენკროვნების და ალუბლის არომატი შერწყმული პიტნის, სანელების და გახუხული პურის ტონებთან