მარანი საფერავი ბიო
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიკური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის მოსავლის წყარო: |
კუდიგორას ვენახი |
მოსავლიანობა: |
8-10 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკ.13,5%; ნარჩენი შაქარი: <3 გ/ლ; |
ტიტრული მჟავიანობა: |
5-6 გ/ლ. |
|
ვინიფიკაცია
კუდიგორას ვენახების ბიო-სექტორის დამუშავება და მოვლა წარმოებს ორგანული მევანეხეობის და წესების და პრინციპების სრული დაცვით. აქ მომწიფებული ყურძენი იკრიფება ხელით მცირე ზომის ყუთებში, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°С) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 8 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის შემდგომი დავარგება მიმდინარეობს ჩვენს მარანში 12 თვის განმავლობაში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ძალიან მუქი, თითქმის შავ ფერში გარდამავალი |
სურნელი: |
არომატი წარმოდგენილია მკაფიოდ გამორჩეული წითელი ხილით: ალუბალი, მარწყვი და წითელი მოცხარი |
გემო: |
სურნელიც ანალოგიურ ტონალობაშია, მტკიცე და მწიფე ტანინების სტრუქტურით. დაგემოვნება ცოცხალი, გაწონასწორებული და მდიდრულია, ისევ და ისევ წითელი ხილის არომატით |
|
|
|