Marani Logo

მარანი ქვევრი რქაწითელი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
50% კონდოლის ვენახებიდან, 50% წინანდლის მსზ
ყურძნის მოსავლიანობა:
10-12 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
ქვევრის ქარვისფერი მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 13%; ნარჩენი შაქარი <3გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 6გ/ლ
 

მოსავლის წლები

2017

ვინიფიკაცია

სექტემბრის მეორე დეკადაში სიმწიფის პიკზე მყოფი რქაწითელის ჯიშის ყურძენი ხელით იკრიფება. კლერტის ნაზად გაცლის შემდგომ ყურძენი გადადის ქვევრში, სადაც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დუღილის პროცესი. შემდგომ ეტაპზე ხდება ქვევრების შევსება და დალუქვა 6 თვიანი მაცერაციისთვის. გაზაფხულისთვის ღვინო გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში რამდენიმე თვით დასავარგებლად, რის შემდეგაც უკვე ხდება ბოთლებში ჩამოსხმა.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ქარვისფერი ღვინო ნარინჯისფერი ელვარებით
სურნელი:
ინტენსიური თეთრი ხილის არომატი ზედნადები მცენარეული სურნელით
გემო:
გემო მრავალფეროვანია ხილის და მინერალური ტონებით. დაგემოვნება ხანგრძლივი და კომპლექსურია ახალგაზრდა ტანინების ფონზე